22 დეკემბერი 2024,   10:14
ვრცლად
დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს წევრის კანდიდატურას 9 ივლისს დაასახელებს

დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს წევრის კანდიდატურას 9 ივლისს დაასახელებს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, პრეტენდენტების შესარჩევად ის აქტიურად მუშაობს.

სავარაუდოდ, ტრამპი არჩევანს 5 კანდიდატს შორის გააკეთებს, მათ შორის, ორი ქალია. მათთან შეხვედრას შეერთებული შტატების ლიდერი უახლოეს დღეებში გეგმავს.

ახალი მოსამართლე 81 წლის ენტონო კენედის ჩაანაცვლებს, რომელიც უზენაესი სასამართლოს 9-კაციან შემადგენლობას 31 ივლისს დატოვებს.

საკუთარი კანდიდატურის გაყვანით ტრამპს შესაძლებლობა ექნება, უზენაეს სასამართლოში კონსერვატორი მოსამართლეების უმრავლესობა შეინარჩუნოს. 

დღის ამბები