22 დეკემბერი 2024,   09:56
ვრცლად
კობი-სტეფანწმინდა-ლარსის გზის მონაკვეთზე ასობით ტრაილერია გაჩერებული

კობი-სტეფანწმინდა-ლარსის გზის მონაკვეთზე უკვე რამდენიმე საათია, მოძრაობა პარალიზებულია.

ასობით ტრაილერი გაურკვეველი მოტივით გააჩერეს. მძღოლებისთვის გზის გადაკეტვის მიზეზი უცნობია.

სატვირთო ავტომობილების მძღოლები განმარტებას მოითხოვენ, რადგან მათ ნაწილს სასოფლო სამეურნეო პროდუქცია გადააქვს, რაც ძლიერი სიცხის გამო, შესაძლოა, გაფუჭდეს.

„ჩვენ დილით ჩამოვედით და ძალიან დიდი რიგი დაგვხვდა, არ ვიცით, რატომ ვდგავართ აქ. არავინ არაფერს გვეუბნება, მათ შორის არც პოლიცია. საწვავი გვითავდება და, თუ დილით არ გაგვიშვეს, პროდუქტი, რომელიც გადაგვაქვს, გვიფუჭდება,“ - ამბობს ერთ-ერთი ტრაილერის მძღოლი. 

დღის ამბები