ხაშურში მომხადარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. 30 წლამდე მამაკაცი სამართალდამცავებმა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულმა ხაშურში ორ პირს სხეულზე დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო მეორე მკურნალობას თბილისში გადის.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.