22 დეკემბერი 2024,   10:11
ვრცლად
ინგა გრიგოლიაზე მორალური ტერაქტების ახალი სერია დაიწყო - მას ხონის ფსიქიატრიული კლინიკიდან ურეკავენ

ცნობილ ქართველ ჟურნალისტს ემუქრებიან - ინგა გრიგოლიაზე მორალური ტერაქტების ახალი სერია დაიწყო.

ინგა გრიგოლია უკვე მესამე დღეა, ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ იმყოფება. ცნობილ ტელეწამყვანს ამჯერად ხონის ფსიქიატრიული კლინიკიდან ურეკავენ.

პირი, ვინც ინგა გრიგოლიას უკვე წლებია, უკავშირდება და წერილებს უგზავნის, მას სახლის კარის შემტვრევით და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება. როლანდ ნაზღაიძე კლინიკაში ტელეწამყვანის საჩივრის შემდეგ მოათავსეს.

ტელეფონის ნომერი, რომლითაც ინგა გრიგოლიას როლანდ ნაზღაიძე დაუკავშირდა, ხონის ფსიქიატრიულ კლინიკას ეკუთვნის.

ტელეწამყვანი ფიქრობდა, რომ საქმეში სამართალდამცველების ჩართვის შემდეგ მის ცხოვრებაში მორალური ტერაქტების სერია დასრულდებოდა.

ნაზღაიძე ჯერ დააკავეს, თუმცა, კომისიამ დაადგინა, რომ ის შეურაცხადია და სამკურნალოდ ფსიქიატრიულ კლინიკაში სამი წლით გაუშვა. აღმოჩნდა, რომ გრიგოლიასთან კომუნიკაციის უფლება არ შეუზღუდა.

ცნობილი ტელეწამყვანი ფიქრობს, რომ ძალოვანი უწყებები შეურაცხად ადამიანის მის წინააღმდეგ იყენებენ.

იმას, რომ ფსიქოლოგიური ტერორის მიზეზი ტელეწამყვანის ნეიტრალიზაციაა, კიდევ ერთი გარემოება აძლიერებს. გრიგოლიას თქმით, ეს ადამიანი ჩნდება მაშინ, როდესაც ის გადაცემებს ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით აკეთებს.

პროკურატურა თავს იმართლებს და ამბობს, რომ მამაკაცი, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრება, შეურაცხადია და ამიტომ მას ბრალდებულის სტატუსი აღარ აქვს, შესაბამისად, ვინმესთან კომუნიკაციას ვერ აუკრძალავენ. 

დღის ამბები