22 დეკემბერი 2024,   10:25
ვრცლად
ავარია გომბორზე-მიკროავტობუსი, რომელშიც ბელორუსი ტურისტები ისხდნენ, ამოყირავდა

გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ბელორუსი ტურისტები დაშავდნენ. მიკროავტობუსი, რომელსაც ისინი თბილისი თელავის მიმართულებით გადაჰყავდა, ამობრუნდა. სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო ექვსმა მგზავრმა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. ადგილზე სამაშველო ჯგუფები და პოლიციაა მობილიზებული.

ფაქტზე მოკვლევა 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ამ მონაკვეთზე ავარიის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. რამდენიმე კვირის წინ ამავე ტერიტორიაზე 4 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი ბავშვი. 

დღის ამბები