18 აპრილი 2024,   19:54
ვრცლად
ხმაური იუსტიციის სახლთან - თვითმხილველების თქმით, პოლიციამ ძალის გამოყენებით ბავშვი წაიყვანა

თბილისის იუსტიციის სახლთან ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. სამართალდამცველებს მოსახლეობა დაუპირისპირდა.

თვითმხილველების თქმით, პოლიციის თეთრი ფერის „შკოდაში“ სამართალდამცველებმა 10 წლამდე ბავშვი ძალის გამოყენებით ჩასვეს და სანაპიროზე მდებარე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან წაიყვანეს.

მოსახლეობის განცხადებით, ბავშვი მარტო იყო და მას არ ახლდნენ მშობლები. თვითმხილველები პოლიციას არასრულწლოვანის გადაყვანის უფლებას არ აძლევდნენ, რასაც ჩხუბი მოჰყვა.

"სავარაუდოდ, შსს-ის თანამშრომლები მისცვივდნენ, ბავშვზე ძალადობდნენ. ბავშვი ღრიალებდა, ტიროდა, ყვიროდა, მანქანაში ძალადობით ჩატენეს,"- აცხადებენ თვითმხილველები. 

შინაგან საქმეთა სამინსიტროში აცხადებენ, რომ ბავშვი სისხლის სამართლის ერთ-ერთი საქმის ფარგლებში პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და მას მშობლების ან მეურვის თანდასწრებით დაკითხავენ.

დღის ამბები