03 მაისი 2024,   14:28
ვრცლად
საპროტესტო აქცია ბელორუსში - სამართალდამცველებმა აქტივისტებთან ერთად ოპოზიციის ლიდერი დააკავეს

დაკავებებით დასრულდა ოპოზიციის საპროტესტო აქცია ბელორუსში. სამართალდამცველებმა 30-მდე ადამიანი, მათ შორის ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლაი სტატკევიჩი დააპატიმრეს.

მინსკში გამართული მსვლელობის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო.

სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა სამართალდამცველებმა მომიტინგეების დაკავება მაშინ დაიწყეს, როდესაც აქტივისტები სტალინის რეპრესიების შედეგად დაღუპულების პატივსაცემად აღმართული მემორიალის ყვავილებით შემკობას გეგმავდნენ.

დღის ამბები