22 დეკემბერი 2024,   10:07
ვრცლად
გვაწვდიან საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას - სერგი კაპანაძე არასრულწლოვან მოწმეებზე საუბრობს 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს, არასრულწლოვნებს გამოჰკითხავენ.

კომისიის 3 წევრი, იმ 2 არასრულწლოვანს გაესაუბრება, რომლებიც სისხლიანი დაპირისპირების დროს, 2017 წლის 1 დეკემბერს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. მოზარდები მომხდარის უშუალო თვითმხილველები არიან.

გამოკითხვა დახურულ ფორმატში, ფსიქოლოგების ზედამხედველობით ჩატარდება.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არასრულწლოვანთა გამოკითხვა საქმეზე ნათელი სურათის შესაქმნელად აუცილებელია.

„ისინი გვაწვდიან საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას, მათ შორის ნაწილი ემთხვევა იმას, რაც ჩვენებებში იყო მოცემული ნაწილი კი არის უფრო განვრცობილი“-აცხადებს სერგი კაპანაძე.

მოზარდების ჩვენებების მნიშვნელობასა და ინფორმაციულობაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობისა და საგამოძიებო კომისიის წევრი. არჩილ თალაკვაძის თქმით, არია გარკვეული ინფორმაცია, რომელიც საგამოძიებო კომისიისთვის გახდა ცნობილი.

„ბევრი გარემოება და ის შედეგები, რაც ჰქონდა გამოძიებას საგამოძიებო კომისიის ფარგლებშიც დასტურდება, ასევე არის გარკვეული ინფორმაციის ნაწილი, რომელიც ჩვენ დამატებით მივიღეთ კომისიის მუშაობის ფარგლებში"- აცხადებს თალაკვაძე.

დღის ამბები