22 დეკემბერი 2024,   10:02
ვრცლად
დანა დაარტყეს უკანა კარში - 17 წლის მოზარდის დაჭრას ავტობუსის მძღოლი იხსენებს

„მეთორმეტე კლასელია, დანა დაარტყეს უკანა კარში,“ - ეს განცხადება 140 ნომერი ავტობუსის მძღოლმა გააკეთა, სადაც 17 წლის მოზარდი დაჭრეს.

პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე 17 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთებში მძიმეა.

ავტობუსის მძღოლი შემთხვევას იხსენებს და აცხადებს, რომ მომხდარის დეტალები არ დაუნახავს, თუმცა გაიგონა მგზავრების ყვირილის ხმა, რომ ავტობუსში მოზარდი დაჭრეს.

მძღოლის თქმით, ამის შემდეგ მან ტრანსპორტი გააჩერა, რის შემდეგად გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა ბასრი იარაღით მიაყენა ჭრილობა და გაიქცა.

ავტობუსიდან ამოღებულია უსაფრთხოების კამერის ჩანაწერი და ნაპოვნია დანაშაულის იარაღი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 30 მეტრში გადააგდეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დღის ამბები