22 დეკემბერი 2024,   10:29
ვრცლად
რუსეთს სჭირდება შეიცვალოს და თქვას, რომ სურს, იყოს თავისუფალი სამყაროს ნაწილი და არა ის, ვინც ამ თავისუფალ სამყაროს ანგრევს - ნატო-ში აშშ-ის ელჩი

ბრიუსელში, ნატო-ს სამიტზე მიმდინარე საკითხების პარალელურად, აქტუალურია აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრა, რომელის ნატო-ს სამიტის შემდეგ ჰელსინკში გაიმართება.

სწორედ ამასთან დაკავშირებით დაისვა კითხვები ნატო-ში აშშ-ის ელჩთან.

„პრეზიდენტს მნიშვნელოვნად მიაჩნია რუსეთთან ურთიერთობის არსებობა, რომ ვილაპარაკოთ მასთან, მოიქცეს და საქმე აკეთოს უკეთესად. მათ ეს შეუძლიათ, მაგრამ არ აკეთებენ. დამაზიანებელი გავლენა, ხელშეკრულებების დარღვევა, მათი ქმედებები სირიაში, ავღანეთში, უამრავი ნაბიჯი ჰიბრიდული კუთხით. რუსეთმა გადაკვეთა მე-5 მუხლის ყველა ხაზი და ცდილობს, ნატო-ს პარტნიორობა ჩაშალოს... ბევრი საკითხის გამო, რუსეთს სჭირდება შეიცვალოს და თქვას, რომ სურს, იყოს თავისუფალი სამყაროს ნაწილი და არა ის, ვინც ამ თავისუფალ სამყაროს ანგრევს,“ - განაცხადა კეი ბეილი ჰათჩისონმა.

ნატო-ს სამიტზე თავდაცვით ხარჯებზე იმსჯელებენ. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით აშშ უკმაყოფილოა. ასევე, არის მოლოდინი, რომ მოწვევას ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩრდილოეთ მაკედონია მიიღებს. თუკი მაკედონიამ ეს მოწვევა მიიღო, ის ალიანსის 30-ე წევრი გახდება. 

დღის ამბები