22 დეკემბერი 2024,   10:06
ვრცლად
ქუთაისში საცხოვრებლის მე-4 სართულიდან 13 წლის გოგო გადმოვარდა

ქუთაისის სოციალური საცხოვრებლის მეოთხე სართულიდან 13 წლის გოგო გადმოვარდა.  მოზარდს მენჯბარძაყის დაზიანება აღენიშნება, რის გამოც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

არასრულწლოვანი გოგო სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეზობლის თქმით, მას არაფერი დაუნახავს და გადმოვარდნის ხმაზე გამოვიდა გარეთ. მისი თქმით, ფანჯარა საკმაოდ მაღალია და სკამის დახმარების გარეშე, ფანჯრიდან გადახედვა შეუძლებელია.

შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები