22 დეკემბერი 2024,   09:57
ვრცლად
საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის მიუხედავად, სასტუმრო „ლეოგრანდი“ მუშაობას განაგრძობს

სასტუმრო „ლეოგრანდი“ იგივე „ველმონდისაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნის მიუხედავად, მუშაობას განაგრძობს და დახურვას არ აპირებს. სასტუმროს მენეჯმენტის განცხადებით, ეს არის ბიზნესის შემაფერხებელი გადაწყვეტილება.

სასტუმროს წარმომადგენლები, რომლებმაც დღეს ჟურნალისტებს შენობაში უსაფრთხოების სისტემები აჩვენეს, ირწმუნებიან, რომ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის 44 რეკომენდაციიდან უმეტესობა შესრულებულია.

„როგორ და საიდან გაჩნდა სასტუმროში ხანძარი ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება. ხანძრის შემდეგ სასტუმროში შეიცვალა ყველაფერი, რაც სახანძრო სტანდარტებით არის გათვალისწინებული. შესაბამისი უწყებებიდან სასტუმროში ყოველთვე მოდიან და გვამოწმებენ. სახანძრო სისტემის 44 პუნქტიანი შენიშვნები გქონდა გამოსასწორებელი, აქედან 90% უკვე შევასრულეთ,“ - განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა, ალფენ პინაშმა.

ადვოკატი კახა წერეთელი აცხადებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმიანობის შეჩერების თაობაზე გაასაჩივრებენ.

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება საქმიანობის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება ჩვენ მიერ გასაჩივრდება, 48 საათიანი ვადა გვაქვს. იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლოში უკვე განხილვა წარიმართება ჩვენი მონაწილეობით და ჩვენ ჩვენი პოზიციების დამტკიცებას შევძლებთ,“ - განაცხადა ადვოკატმა კახა წერეთელმა.

დღის ამბები