22 დეკემბერი 2024,   10:15
ვრცლად
17 წლის მოზარდის დაჭრა - "კურიერმა" ავტობუსში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერი მოიპოვა

17 წლის მოზარდის დაჭრა - კურიერმა ავტობუსში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერი მოიპოვა. კადრებით ირკვევა, რომ არასრულწლოვნის დაჭრას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღვოდა.

კადრებიდან ირკვევა, რომ მცირე კონფლიქტის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცი ჯიბიდან დანას იღებს და სკოლის მოსწავლეს მუცელში ურტყამს. არასრულწლოვანი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე დღის 3 საათზე 140 ნომერ ავტობუსში დაჭრეს.

მძღოლი შემთხვევას იხსენებს და აცხადებს, რომ მომხდარის დეტალები არ დაუნახავს, თუმცა, გაიგო მგზავრების ყვირილის ხმა, რის შემდეგაც ავტობუსი გააჩერა და სკოლის მოსწავლე ძლიერი სისხლდენით რეგიონალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შემთხვევას უამრავი თვითმხილველი ჰყავს. დანაშაულის იარაღი თავდამსხმელმა გაქცევის დროს გაჩერებიდან 30 მეტრში გადააგდო, ის კრიმინალისტებმა იპოვეს.

ძლიერი სისხლდენით რეგიონალურ ჰოსპიტალში გადაყვანილი მეთორმეტეკლასელი ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება. მისი მდგომარეობა მძიმეა, ძლიერი დარტყმის დროს ახალგაზრდას შინაგანი ორგანოები დაუზიანდა.

პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ავტობუსში 17 წლის არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

ავტორი: თაკო სურგულაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები