22 დეკემბერი 2024,   10:09
ვრცლად
დაჭრა და მკვლელობა პოლიციელის მხრიდან - ელენე ბლაგოდარნაია სამართალდამცველებს გულგრილობაში ადანაშაულებს

ელენე ბლაგოდარნაია სამართალდამცველებს გულგრილობაში ადანაშაულებს. დაზარალებული ქალი იმ პოლიციელების დასჯას ითხოვს, რომლებიც მისი ყოფილი მეუღლის მკვლელობისა და მისი დაჭრის თვითმხილველები არიან.

პატრულის თანამშრომლების სამხრე კამერების ჩანაწერებში ჩანს ყველაფერი, კონფლიქტის დაწყებიდან მკვლელობამდე. ჩანაწერი პოლიციის წინააღდეგ მთავარი მტკიცებულებაა.

დაზარალებული ელენე ბლაგოდარნაია კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა სამსახურეობრივი იარაღით დაჭრა, მისი ყოფილი მეუღლე კი 2 წლის ბავშვის თანდასწრებით მოკლა. ის კურიერს უყვება, რომ პატრულის ჩანაწერში ისმის, როგორ შეურაცხყოფენ ქალს პოლიციელები და როგორ არ აჩერებენ ისინი მოძალადე კოლეგას.

ბლაგოდარნაიას მტკიცებით, პირველი 20 წუთის განმავლობაში კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, რომელიც მას სახლში მიუვარდა, ქალს და მის ყოფილ ქმარს შეურაცხყოფს, ამ დროს მას პატრული არ აჩერებს. 

ელენე ბლაგოდარნაიას თავს დიდუბე-ჩუღურეთის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი 31 მაისს დაესხა. ალექსანდრე ჯინჭველაშვილი ბლაგოდარნაიას ყოფილი პარტნიორი იყო და ჩხუბის მიზეზი ეჭვიანობა გახდა.

ალექსანდრე ჯინჭველაშვილის წინააღმდეგ, გამოძიება ოჯახური ძალადობის, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის მიმდინარეობს. დანაშაული 25 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

 

 

დღის ამბები