22 დეკემბერი 2024,   05:43
ვრცლად
შრომის უსაფრთხოების კანონის გამკაცრება - ირაკლი კობახიძე გიორგი კვირიკაშვილს უპირისპირდება

პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილ პრემიერს აკრიტიკებს. ირაკლი კობახიძემ შრომითი უსაფრთხოების წესების გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა და ცვლილებების ჩაგდებაში, გიორგი კვირიკაშვილი დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდა სწორი პოზიცია, თუმცა მთავრობის მაშინდელმა ხელმძღვანელმა უმრავლესობას მისი განხორციელების საშუალება არ მოსცა.

აღნიშნული განცხადებით ირაკლი კობახიძე მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

„ჩვენი სურვილი იყო, რომ მაქსიმალურად გაგვემკაცრებინა ჩანაწერები შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კონსტიტუციის შესაბამის მუხლში და ამასთან დაკავშირებით გვქონდა კომისიაში ჩამოყალიბებული პოზიცია. თუმცა შემდეგ დაიკავა საკმაოდ ხისტი პოზიცია ამ მთავრობის ხელმძღვანელობამ და ეს გახდა მიზეზი იმ პროცესებისა, რომელიც თქვენ კარგად გახსოვთ. მათ შორის პროტესტის მიზეზიც გახდა ჩვენი პოზიციის ცვლილება. ჩვენ მაშინ ანგარიში გავუწიეთ მთავრობის ხელმძღვანელობის პოზიციას, რაც ვფიქრობ, რომ იყო არასწორი კომპრომისი. არის კონკრეტული ზომები მისაღები იმისთვის, რომ მაქსიმალურად მაღალი სტანდარტით დაინერგოს შრომის უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მე მითითება გავაკეთე წინა სამთავრობო ხელმძღვანელობაზე. ამასთან დაკავშირებით არის კონკრეტული გარემოებები. ყველა არის ამის თვითმხილველი. ჩვენ კომისიაში გვქონდა პოზიცია ჩამოყალიბებული და შემდეგ კომისიის მომდევნო სხდომაზე, საკონსტიტუციო კომისიას ვგულისხმობ, მე ღიად განვაცხადე მაშინ, რომ მთავრობის ხისტი პოზიცია გახდა ჩვენი პოზიციის ცვლილების მიზეზი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები