22 დეკემბერი 2024,   10:32
ვრცლად
სისხლიან გარჩევა სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო - 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობის ახალი დეტალები

მოკლული 22 წლის გეორგ სარქისიანის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ჭრილობები ახალგაზრდას სხვადასხვა დანით მიაყენეს და დამნაშავე რამდენიმე ადამიანია.

კურიერმა დაადგინა იმ ახალგაზრდის ვინაობა, რომელსაც პოლიცია 22 წლის გეორგ სარქისიანის სადისტური მკვლელობის ბრალდებით ეძებს.

სანდო წყარო ყვება, რომ ახალგაზრდას 15-მდე ადამიანი ავლაბარში 1 თვის წინ მომხდარი შელაპარაკების გამო გაუსწორდა. მთავარი ბრალდებული მოკლულის ახლო მეგობარია.

სისხლიანი გარჩევა სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დაიწყო. მკვლელმა მოკლულის უცენზურო გამოთქმა ვერ აპატია და ერთი თვის განმავლობაში მოკვლით ემუქრებოდა.

ძმები, რომლებსაც მკვლელობის საქმეზე ეძებენ, მიმალვაში არიან. კურიერს ხითარიანების მამა კონფლიქტის მიზეზებს უყვება.

მისი მტკიცებით, შელაპარაკება ახალგაზრდებს შორის მათ საცხოვრებელ სახლთან უმისამართო სროლის გამო დაიწყო. მისმა შვილმა, ერიკ ხითარიანმა, მოკლულ გეორგ სარქისიანს, ჰაერში გახსნილი ცეცხლის გამო, მეზობლებისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სავარაუდოდ, გინება გახდა სადისტური მკვლელობის მოტივიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ იმას აკონკრეტებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებული იდენტიფიცირებულია და სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

გამოძიების მტკიცებით, ამ დროისთვის მხოლოდ 1 პირის ბრალეულობა იკვეთება. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანაც.

 

 

დღის ამბები