22 დეკემბერი 2024,   09:19
ვრცლად
"გამოძიება თუკი მუშაობს, გაარკვევს ვინ არის დასაჭერი და საერთოდ დასახვრეტი," - ტყიბულის მეშახტე

ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიაზე?სპეციალისტების წინასწარი ინფორმაციით, შახტში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. საბოლოო დასკვნა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, მანამდე კი "კურიერს სანდო" წყარომ სამართალდამცავი უწყებებიდან შეატყობინა, რომ გამოძიების პროცესში ორი პირის პასუხისმგებლობა გამოიკვეთა, რომლებსაც ბრალს წაუყენებენ. შსს -ში კომენტარს არ აკეთებენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ტყიბულის პოლიციაში კი საქნახშირის თანამშრომლების დაკითხვა დღესაც გაგრძელდება.

"ვერ იქნა უზრუნველყოფილი დასაქმებულთა გაყვანა არაუსაფრთხო ზონაში,"-აცხადებს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი.

ტყიბულის მეშახტეები სიმართლის დადგენას მოითხოვენ და აცხადებენ რომ პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ.

"გამოძიება თუკი მუშაობს და რაღაცა არსებობს საქართველოში და სახელმწიფოში, ნელ-ნელა მიჰყვება და გაარკვევს ვინ არის დასაჭერი და საერთოდ დასახვრეტი,"-აცხადებს ერთ-ერთი მეშახტე, მინდია მენაბდე.

დღის ამბები