22 დეკემბერი 2024,   10:10
ვრცლად
ტერეზა მეი ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების დანიშვნით იმუქრება

ტერეზა მეი კონსერვატორებს შემოდგომამდე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით დაემუქრა.

თაიმსის ინფორმაციით, შესაბამისი გაფრთხილება დიდი ბრიტანეთის პრემიერმა იმ კონსერვატორებს მისცა, რომლებიც მის მიერ შეთავაზებულ ბრექსიტის სტრატეგიას არ ეთანხმებიან.

კონსერვატორების ნაწილს არ მოსწონს ტერეზა მეის ეკონომიკური გეგმა, რომელიც ბრექსიტის დასრულების შემდეგ ლონდონსა და ბრიუსელს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას განსაზღვრავს.

ამ უთახმოების გამო, მინისტრების ნაწილმა თანამდებობაც დატოვა.

ტერეზა მეი კი ამტკიცებს, რომ მის მიერ შემუშავებულ გეგმას ალტერნატივა არa აქვს და მისი უარყოფის შემთხვევაში, ბრექსიტის პროცესს ჩაშლა, ქვეყანას კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ემუქრება.

დღის ამბები