22 დეკემბერი 2024,   10:06
ვრცლად
„ჩემი წასვლა, ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება და ეს მე თავიდანვე განვაცხადე“ - მიხეილ ჯანელიძე

„ჩემი წასვლა, ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება და ეს მე თავიდანვე განვაცხადე,“ - ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, გააკეთა. 

თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ჯანელიძე მედიასთან პირველად გამოჩნდა და პოსტიდან წასვლის მიზეზები განმარტა.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება პირადად მიიღო და საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს. ის ანალიტიკურ-საკონსულტაციო ორგანიზაციას ქმნის.

რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, მისი თქმით, ყოფილი პრემიერი პროექტში არ მონაწილეობს.

„მე ვიწყებ პროექტს, რომელიც უკავშირდება ცენტრის ჩამოყალიბებას და ცენტრის ძირითადი საქმიანობა იქნება ევროპული მმართველობის და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით კვლევები და ასევე საკონსულტაციო მომსახურება. ჩემი წასვლა, ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება და ეს მე თავიდანვე განვაცხადე,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დღის ამბები