22 დეკემბერი 2024,   09:56
ვრცლად
ტრაგედიიდან ბოიკოტამდე - მეშახტეები "საქნახშირის" ხელმძღვანელობის გადადგომამდე სამუშაოების გაგრძელებას არ აპირებენ 

მინდელის შახტაში მომუშავე პირები სამუშაოების გაგრძელებას არ აპირებენ, ვიდრე საქნახშირის ხელმძღვანელობა არ გადადგება.

მეშახტეები მიწის ქვეშ ჩასვლას მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ აპირებენ. მუშების აფეთქებულ საბადოს ნახშირისგან გათავისუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ მინდელის შახტის ადმინისტრაცია გადადგება.

მეშახტეების პროტესტი დილიდან ადმინისტრაციის განცხადებას მოჰყვა. გენერალური დირექტორის ბრძანების მიხედვით, უკლებლივ ყველა თანამშრომელი სამსახურს უნდა დაბრუნებოდა.

საქნახშირის დირექტორი თანახმაა, მუშების ულტიმატუმი განიხილოს და მენეჯმენტის თათბირზე მისვლას გაფიცულებს სთავაზობს.

საქნახშირის გენერალური დირექტორი, ჯამბულ ჯაყელი, არ გამორიცხავს, რომ მინდელის ტრაგიკულ საბადოში აფეთქებას წინ ადმინისტრაციის მხრიდან დაშვებული შეცდომები უძღოდა. ფიქრობს, რომ აფეთქების სავარაუდო მიზეზებზე პასუხისმგებელი ამფეთქებელი და ნახშირის საბადოს ვინტილაციის ცვლის უფროსია, რომელსაც ჰაერის კონტროლთან ერთად, მიწისქვეშა უსაფრთხოებაც ეხებოდა.

პრემიერის ბრძანებით, რომლის მიხედვითაც, ტყიბულში შახტებმა დროებით მუშაობა უნდა შეაჩერონ, გენერალური დირექტორის მტკიცებით, სახიფათოა, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ახლადმოპოვებული მადნის საბადო არ დაილუქება, აალებისა და აფეთქების საშიშროება მაღალია.

აფეთქების დროს დაშავებული ერთ-ერთი მეშახტე საავადმყოფოში დაკითხეს, რომელიც ამბობს, რომ აფეთქებამდე დეტექტორის სახიფათო სიგნალი არ ყოფილა. 

გარდაცვლილებს ტყიბულში შაბათს დაკრძალავენ. 

დღის ამბები