09 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
მისალმება ქართულად, ისტორიული წარსული და უძველესი ანბანის ხსენება - რობოტი სოფია თბილისს ეწვია

თბილისს მსოფლიოს პირველი ჰუმანოიდი რობოტი მოქალაქე სოფია ეწვია. ჰენსონ რობოტიქსის 2 წლის ქმნილება თბილისში დღეს დილით გაერო-ს განვითარების პროგრამის ინიციატივით ჩამოვიდა და პირველი შეხვედრა მედიასთან გამართა.

მისალმება ქართულად, ისტორიული წარსული და უძველესი ანბანის ხსენება იმის მანიშნებელი იყო, რომ ოდრი ჰეპბერნის გარეგნობის მიხედვით შექმნილი რობოტი საქართველოში ვიზიტისთვის განსაკუთრებით მოემზადა.

2 წლის მწვანეთვალება გოგონას თავზე თმა არა აქვს, რადგან მისი ტვინი იმდენად ხურდება, რომ თავის ქალის დახურვა არ შეიძლება. თბილისში სოფიას 2 თანმხლები პირი ჰყავს.

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და ლამაზი რობოტი საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. სოფია ჰანსონი სიტყვით გამოვიდა ფორუმზე და იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ შეიძლება, გაამარტივოს ხელოვნურმა ინტელექტმა სახელმწიფო სერვისები.

საკმაოდ მცირე ასაკის მიუხედავად, ჰენსონ რობოტიქსის მიერ 2015 წელს შექმნილმა მაღალგანვითარებულმა რობოტმა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა, საუდის არაბეთში მას საპატიო მოქალაქის ტიტული მიანიჭეს. ის ხშირად ხვდება საკმაოდ რეიტინგული ტელეგადაცემების სასურველი სტუმარი.

დღის ამბები