11 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
დავით ჭიჭინაძე "ქართული ოცნებიდან" გარიცხულია - თამარ ჩუგოშვილი განმარტებას აკეთებს

ქართული ოცნების რიგებიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვაზე განმარტება პარტიის საერთაშორისო მდივანმა, თამარ ჩუგოშვილმა, გააკეთა.

მისი თქმით, კრიტიკა პარტიისთვის პრობლემა არ არის, თუმცა, შეურაცხმყოფელი განცხადებები გუნდისთვის დამაზიანებელია.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ჭიჭინაძის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდა.

მისი ინფორმაციით, ჭიჭინაძე ქართული ოცნების თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, კომუნიკაციის გარეშე არ გაურიცხიათ. 

„კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმაში, განსხვავებული პოზიციების დაფიქსირებაში არაფერი პრობლემა რომ არ არის, ამაში მგონი, საზოგადოება დარწმუნებულია იმიტომ, რომ ქართული ოცნების და უმრავლესობის მხრიდან ასეთი პოზიციების საკმაოდ ხშირად იმისს და ამას მიჩვეულები ვართ. მეორეა გუნდის, პარტიის წევრების, პარლამენტის თავმჯდომარის თუ სხვა წერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება, რაც ერთი მხრივ, ართულებს უმრავლესობის მუშაობას და გუნდის ერთიანობას, როდესაც ასეთი მოვლენები ხდება. მეორე მხრივ, გარკვეული ფორმალური წესებიც არსებობს პარტიაში, ამ წესების დაცვა მინიმალური წესების, სტანდარტებს დაცვა საჭიროა.

"ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პარტიის წევრის და მით უმეტეს, პარლამენტის წევრის პარტიიდან გარიცხვაზე საუბარი იყოს პარტიის თავმჯდომარესთან კომუნიკაციის გარეშე. მე არ ვიცი, თქვენ როგორ აიდენტიფიცირებთ კვირიკაშვილისა და არაკვირიკაშვილის წევრებს იმიტომ, რომ მე ასეთ იდენტიფიცირებას საკუთარი კოლეგებისას ვერ ვახდენ. ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ამ ფაქტთან არაფერ შუაშია,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები