19 აპრილი 2024,   16:43
ვრცლად
კომპანია Facebook-მა, რუსეთთან შესაძლო კავშირის გამო, ანალიტიკურ ფირმასთან თანამშრომლობა გაწყვიტა

კომპანია Facebook-მა, რუსეთთან შესაძლო კავშირის გამო, ანალიტიკურ ფირმასთან თანამშრომლობა გაწყვიტა.

საუბარია ბოსტონში დაფუძნებულ ფირმაზე, რომელიც კლიენტებისთვის სოციალური ქსელის საჯარო მონაცემების ანალიზს აკეთებს.

კომპანიას კონტრაქტი აქვს გაფორმებული რუსულ არაკომერციულ ორგანიზაციასთანაც, რომელსაც კრემლთან აქვს კავშირი.

ახლა Facebook-ის ადმინისტრაცია იძიებს, ხომ არ დაარღვია ფირმამ ინფორმაციის შეგროვებისა და გამოქვეყნების დროს სოციალური ქსელის წესდება.

ფირმის არქივი ტრილიონზე მეტ საჯარო პოსტსა და 160 მილიონზე მეტ ფოტოს მოიცავს. 

დღის ამბები