24 აპრილი 2024,   21:36
ვრცლად
რეკორდულად მაღალ ტემპერატურას იაპონიაში 44 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში რეკორდული სიცხეები გრძელდება. ტოკიოს მახლობლად მდებარე დასახლებაში დღეს ჰაერის ტემპერატურამ 41 გრადუსს გადააჭარბა, რაც ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გაიზარდა დაღუპულთა რიცხვიც. ბოლო მონაცემებით, გაუსაძლის სიცხეებს ქვეყანაში 44 ადამიანი ემსხვერპლა, 10 ათასზე მეტს კი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა.

ხელისუფლება მოსახლეობას კონდიცირებულ სივრცეებში დარჩენასა და დიდი რაოდენობით წყლის მიღებისკენ მოუწოდებს.

შესაბამისმა სამსახურმა სკოლებს სასწავლო პროცესის შეჩერების რეკომენდაციაც მისცეს.

დღის ამბები