27 აპრილი 2024,   04:28
ვრცლად
მოსკოვის სასამართლომ Pussy Riot-ის წევრი 15 დღიან პატიმრობაში დატოვა

მოსკოვის სასამართლომ Pussy Riot-ის წევრი 15-დღიან პატიმრობაში დატოვა. ვერონიკა ნიკულშინა სამ თანამოაზრესთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დროს ლუჟნიკის სტადიონზე დააკავეს.

ისინი თამაშის დროს პოლიციის ფორმაში ჩაცმულები მოედანზე გავიდნენ, ოთხივეს ქალაქის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდა და სტადიონზე შესვლა სამი წლით აუკრძალა.

ვერონიკა ნიკულშინამ სასჯელი საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მისი აპელაცია არ დაკმაყოფილდა. ოთხივე აქტივისტს სტადიონზე მოქცევის წესების დარღვევა ბრალდება.

დღის ამბები