25 აპრილი 2024,   18:54
ვრცლად
კადრები, სადაც ჩანს როგორ უსწორდება დაცვა აქციის მონაწილეს-საფრანგეთის პრეზიდენტს დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებენ

საფრანგეთის პრეზიდენტს დემონსტრანტის ცემის ფაქტის დაფარვის მცდელობაში ადანაშაულებენ. შემთხვევა პირველ მაისს მოხდა. ემანუელ მაკრონის პირადმა მცველმა ერთი აქციის მონაწილე შემთხვევის ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. ცოტა ხანში კი მეორე დემონსტრანტს ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარის ამსახველი ვიდეო მასალა ინტერნეტში გავრცელდა, რასაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოყვა. პარლამენტის წევრებმა პასუხისმგებლობა პირადად პრეზიდენტს დააკისრეს, რომელმაც კადრების გასაჯაროების შემდეგ დაცვის უფროსი სამსახურიდან დაითხოვა. მასთან ერთად ბრალდებები ადმინისტრაციის კიდევ სამ თანამშრომელს წაუყენეს. ემანუელ მაკრონს საჯარო განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა ჩაატარა და დემონსტრანტის ცემის ფაქტს დაუშვებელი უწოდა. 

დღის ამბები