03 მაისი 2024,   14:24
ვრცლად
გამოძიებას თუ გაუჩნდა კითხვები ორი ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ, ისინი დასვამენ კითხვებს და ამ კითხვებს გაეცემა პასუხი - კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პროკურატურაში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ალავიძის დაბარებას ეხმაურება. 

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ საგამოძიებო ორგანოს ორი ყოფილი მინისტრის მიმართ გაუჩნდა კითხვები, ისინი ამ კითხვებს დასვამენ. 

კობახიძე ამბობს, რომ როდესაც საქმე ყოფილ თანამდებობის პირებს ეხებათ, ხდება პოლიტიკური სპეკულირება რაც არ არის რთული. 

"ეს ყველაფერი არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე, თუ მათ გაუჩნდათ კითხვები ორი ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ, ისინი დასვამენ კითხვებს და ამ კითხვებს გაეცემა პასუხი. როდესაც საქმე ეხება გამოძიებას და თუ იქ ჩართულნი არიან ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირები აქ ძალიან ადვილია ბუნებრივია სპეკულირება და მოსალოდნელიც იყო რომ ამ ყველაფერს მოჰყვებოდა სპეკულირება ოპოზიციის მხრიდან,"-განაცხადა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ მთავარ პროკურატურაში დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე გამოკითხეს

გარდა ამისა, საგამოძიებო ორგანომ ეკონომიკის სამინისტროდან დოკუმენტაცია გამოითხოვა. 

საგამოძიებო უწყება იმ მასალებით დაინტერესდა, რომელიც ტირპარკების მოწყობას და ტექდათვალიერებას ეხება.

ტირპარკები, რომლითაც დაინტერესებულია საგამოძიებო უწყება, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. ეს არის სპეციალური ადგილი, სადაც სატვირთო ავტომობილები და ტრაილერები საზღვრის გადაკვეთამდე ლიცენზიის მისაღებად ჩერდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები