27 აპრილი 2024,   18:59
ვრცლად
საქალაქო სასამართლო ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული 6 პირის საქმის განხილვას ასრულებს

საქალაქო სასამართლო ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული 6 პირის საქმის განხილვას ასრულებს. ბრალდებულები დღეს საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ და არ არის გამორიცხული განაჩენიც დღესვე გამოცხადდეს. 

რამაზ მარგოშვილისა და ანატოლი ბერძენიშვილის ადვოკატებს წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლო მიაჩნიათ. ისინი გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებენ.

უფლებადამცველი კიდევ ერთხელ საუბრობს კონტრტერორისტული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მხრიდან მუქარის შესახებ.

„ჩვენ არ გვაქვს მოლოდინები გამომდინარე იქედან, რომ ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე კონტრტერორისტული დეპარტამენტის დირექტორთან გვქონდა ჩვენ შეხვედრა, ირაკლი ჩიმაკაძესთან, რომელმაც თითი დაგვიქნია და გაგვაფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულები არ აღიარებენ, არ ითანამშრომლებენ, არ დაიბრალებენ დანაშაულს, მათ იციან ჩემი ხასიათი და მე სასამართლოში, იმ შემთხვევაშიც კი ცარიელი ფურცელიც რომ შევიტანო გამამტყუნებელი განაჩენი მაინც დადგება და არანაირი იმედები მათ არ უნდა ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე ჩვენ თუ ვერ მივიღეთ გამამართლებელი განაჩენი, აუცილებლად წავალთ ევროსასამართლოში,“-აცხადებს ადვოკატი ინგა ბოლოთაური.

დღის ამბები