24 აპრილი 2024,   09:00
ვრცლად
თავდასხმა ავღანეთში - ჯალალაბადში, საწვრთნელი ცენტრის მახლობლად, ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოქმედდა

თავდასხმა ავღანეთში - ასაფეთქებელი მოწყობილობები ქალაქ ჯალალაბადში, საწვრთნელი ცენტრის მახლობლად ამოქმედდა. ადგილზე სროლის ხმაც ისმოდა.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა.

საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებს ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც.

გავრცელებული ცნობით, შენობიდან სტუდენტების ნაწილის ევაკუაციაც განხორციელდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, ბოლო პერიოდში თავდასხმებს ჯალალაბადში ისლამური სახელმწიფო აწყობს, რომელიც მეზობელ პროვინციაშია გამაგრებული.

დღის ამბები