შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებს ძლიერმა ტორნადომ გადაუარა.
სტიქიამ ყველაზე მეტად ჯორჯიის შტატის სანაპირო ზოლი დააზარალა. ძლიერმა ქარმა სახლებს სახურევები ახადა, ასევე ძირფესვიანად მოგლიჯაა ხეებიც, რის გამოც 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, ზოოპარკში ბლოკირებული აღმოჩნდა.
ისინი ცენტრის ტეროტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობას აფარებენ თავს და მთავარი გზის გაწმენდას ელოდებიან. ადგილზე 50-მდე დიდი ხეა წაქცეული. შედეგად არავინ დაშავებულა.