22 დეკემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ამერიკულმა ჯავშან-ტექნიკამ გორის ცენტრი უკვე დატოვა

ამერიკულმა ჯავშან-ტექნიკამ გორის ცენტრი უკვე დატოვა. ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ჯავშან-ტექნიკამ გზა ვაზიანის სამხედრო აეროდრომისკენ თვითსვლით გააგრძელა. 

ამერიკელი სამხედროები და 13 ჯავშანმანქანა გორის ცენტრში, გამგეობის შენობასთან, დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში იდგა. 

დღეს გორის მაცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ, მრავალეროვან სამხედრო სწავლება "ღირსეულ პარტნიორ 2018"-ში მონაწილე სამხედრო ტექნიკა დაეთვალიერებინათ.

სიმბოლურია ისიც, რომ სამხედრო ტექნიკა სწორედ იმ ქალაქში გაჩერდა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ყველაზე მეტად დააზარალა. გორის მაცხოვრებლებმა წვრთნებში მონაწილეობისა და საქართველოს მხარდაჭერისათვის ამერიკელ სამხედროებს მადლობა გადაუხადეს. 

„წვრთნას „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად უკვე რამდენიმე წელია, გავდივართ. სწავლების მიზანი, ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, პროფესიონალიზმის გაძლიერებაა,“ - აღნიშნა აშშ-ს შეიარაღებული ძალების კაპიტანმა, მაიკ გუტმანიმ.

დღის ამბები