22 დეკემბერი 2024,   10:20
ვრცლად
მოქალაქეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, თავიდან მოიშორონ ეს ხელისუფლება – გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის - ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობენ. ისინი ამჯერად სენაკს ეწვივნენ.

სენაკელები მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე, გაზრდილ კრიმინალიზე, ჩინოვნიკების თავგასულობასა და ხელისუფლების უყურადღებობაზე  საუბრობენ.

გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ერთიანობით აუცილებლად მოვახერხებთ ოცნების დამარცხებას, რათა სწრაფად დაიწყოს არსებული პრობლემების მოგვარება.

„სენაკში იყო ძალიან შთამბეჭდავი შეხვედრა. ეს ადამიანები ითხოვენ ცვლილებებს. ითხოვენ ცვლილებებს იმიტომ, რომ არიან გაუსაძლის მდგომარეობაში. სიღატაკე უკვე ყოველგვარ ზღვარს ქვემოთ არის ჩასული,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

გრიგოლ ვაშაძე კი აცხადებს, რომ „შემოვიარეთ ყველა რაიონი და ყველგან მოვუსმინეთ მოქალაქეს. ეს იყო ამ ჩამოსვლის მთავარი მიზანი. აღმოვაჩინე ის, რაც ჩამოსვლამდეც ვიცოდით, მაგრამ ასეთი სიმძაფრით არა, რომ საქართველოს მოქალაქეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, თავიდან მოიშორონ ეს ხელისუფლება, რომელიც არა მარტო არაპროფესიონალი უცოდინარია, არამედ მავნებელიც არის“.

 

დღის ამბები