22 დეკემბერი 2024,   10:11
ვრცლად
იაპონიას ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება

იაპონიას ბოლო ერთი თვის განმავლობაში რიგით მესამე სტიქია ემუქრება. ქვეყნის სანაპიროს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება.

შტორმი განსაკუთრებულ საფრთხეს იაპონიის მთავარ კუნძულ ჰონსიუს უქმნის. ვარაუდობენ, რომ ტაიფუნი რეგიონს დღეს საღამოს ან ხვალ დილით გადაუვლის.

სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 180 კილომეტრს აღწევს. ადგილობრივმა მოსახლეობამ ევაკუაციის შესახებ გაფრთხილებაც მიიღო.

ტაიფუნმა უკვე შეაფერხა ავიამიმოსვლაც. გადადებულია 400-ზე მეტი რეისი.

დღის ამბები