22 დეკემბერი 2024,   10:09
ვრცლად
არის მნიშვნელოვანი ინფორმაციები ამ დღეების განმავლობაში და ჩვენ ვაწვდით ამას შსს-ს - საგამოძიებო კომისიაში მოზარდების დაკითხვა გრძელდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია აგრძელებს არასრულწლოვნების გამოკითხავს. დღეს კომისიის წევრების შეკითხვებს 3 მოზარდი პასუხობს.

ამ არასრულწლოვნებიდან ორი სამართალდამცველებს დღემდე არ ჰყავდათ დაკითხული, იმის მიუხედავად, რომ ისინი უშუალოდ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე.

საგამოძიებო კომისიაში ფიქრობენ, რომ დღევანდელი პროცესი არაერთ გარემოებას მოჰფენს ნათელს.

საგამოძიებო კომისიის წევრის, სერგო რატიანის, განცხადებით, დეტალებზე საუბრისგან თავს შეიკავებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ახალი გარემოებები გამოიკვეთა.

„არის მნიშვნელოვანი ინფორმაციები ამ დღეების განმავლობაში და ჩვენ ვაწვდით ამას შსს-ს, ვისგანაც მოველით შესაბამისს რეაგირებას. ახალი გარემოებები რამდენიმე პირმა დაადასტურა,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

კომისიის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის, განცხადებით, რამდენიმე გამოკითხვის შემდეგ შეძლებენ არსებული სიტუაციის გაანალიზებას.

„როდესაც ჩვენ დავასრულებთ, ყველა მოწმე, ყველა ფიგურანტი, საქმეში მონაწილე იქნება გამოკითხული,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დღის ამბები