22 დეკემბერი 2024,   10:18
ვრცლად
დროა, გავერთიანდეთ... ჩამოვაყალიბოთ დანაშაულებრივი წრის გარღვევის გეგმა - არმაზ ახვლედიანი სახალხო მოძრაობას იწყებს

არმაზ ახვლედიანი მძლავრი სახალხო მოძრაობის დაწყებას აანონსებს. პოლიტიკოსი, რომელიც ხელისუფლების დანაშაულებრივ, ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას უპირისპირდება, აცხადებს, რომ ბათუმიდან დაიწყება მოძრაობა, რომელიც "მოედება ქვეყნის ყველა რეგიონს და აიძულებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაითვალისწინოს საქართველოს მოქალაქეთა ნება." სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

"მოგმართავთ ყველას, ასაკის, მსოფლმხედველობრივი თუ პარტიული ხედვის მიუხედავად!
ყველას, ვინც აცნობიერებს, რომ ქვეყნის უბედურება არამხოლოდ მანკიერი მმართველობაა, არამედ უპირველესად, მანკიერი სისტემაა, რომელიც ასაზრდოებს ამ მმართველობას და კლავს ქვეყნის, ხალხის, ჩვენი ოჯახებისა და თითოეული ჩვენგანის ნორმალურ განვითარებას!

"დროა, გავერთიანდეთ, შევიკრიბოთ და ერთად გამოვხატოთ ჩვენი მტკიცე პროტესტი ამ ანომალიური მმართველობისა და დანაშაულებრივი სისტემის წინააღმდეგ!

"პირველად, საქართველოს უახლეს ისტორიაში, გთავაზობთ არა გამზადებულ რეცეპტს მძიმედ დასნეულებული ქვეყნის გადასარჩენად, არამედ უნიკალურ, სამართლიან შესაძლებლობას, ყველამ, ხელისუფლებაში მყოფი არაერთი წესიერი, პროფესიონალი და გულანთებული ადამიანის ჩათვლით, ვინც მზად ვართ ამ უბედობის ჟამს, ერთად, უანგაროდ შევეხიდოთ საერთო საქმეს, განზე გადავდოთ განსხვავებულობა და დაპირისპირება, განვსაზღვროთ ამ ჩიხიდან გამოსვლის სწორი გზა, ჩამოვაყალიბოთ დანაშაულებრივი, ჩაკეტილი წრის გარღვევისა და ღირსეული მომავლის პრაგმატული გეგმა!" - წერია განცხადებაში.

დღის ამბები