
დონალდ ტრამპმა მასშტაბური ტყის ხანძრების გამო კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონს ფედერალურ დახმარებას აღმოუჩენენ. ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის ხუთამდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი და მათი ბებია, ასევე ორი მეხანძრეა. კიდევ 17 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ რაიონებშია, სადაც ძლიერმა ქარმა ცეცხლოვანი ტორნადოები წარმოქმნა. ამ დროისთვის მაშველები ხანძრის კერების მხოლოდ 5 პროცენტს აკონტროლებენ, რის გამოც ცეცხლი კიდევ ათასობით შენობას უქმნის საფრთხეს.