26 დეკემბერი 2024,   23:35
ვრცლად
"ანგარიშს ცხოვრება ისე გაუსწორებს, ფეხზე ვერასდროს ვეღარ დადგება" - ჭიჭინაძე შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხონ 

პარტიის შემდეგ, დავით ჭიჭინაძეს შესაძლოა, ფრაქცია და საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინონ. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა საკითხის განხილვას საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში საშემოდგომო სესიაზე, სექტემბერში გეგმავს, თუმცა მანამდე  დავით ჭიჭინაძისგან ახსნა-განმარტებებს ელოდება.

„ქართული ოცნების“ ნაწილი მიიჩნევს, რომ გუნდთან შეუთანხმებელი განცხადებების გამო მან პასუხი უნდა აგოს.

თავად ჭიჭინაძე კი მმართველ გუნდს და პირადად პარლამენტის თავმჯდომარეს შურისძიებასა და ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

„არაფერი არ წამომცდენია, ყველაფერს ვიძახი შეგნებულად და თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, ესე იგი მათ ხალხის ხმა არ მოსწონთ.

ვიბრძვი იმისთვის, რომ კოლექტიური ზარდიაშვილები ჩამოვაშოროთ ქართულ ოცნებას.

როგორ შეიძლება დეპუტატი განსხვავებული აზრის გულისთვის პარტიიდან გარიცხო. მეხუთე ათწლეულში გადავიდა თავმჯდომარე, ყველას პატარა ბავშვი ჰგონია, 40 წელს გადასცდა კაცი, როგორ შეიძლება ანგარიშების სწორება ჯიუტი ბავშვი რომ არის. ანგარიშს ცხოვრება ისე გაუსწორებს, ფეხზე ვერასდროს ვეღარ დადგება,“-აცხადებს ჭიჭინაძე.

დღის ამბები