21 დეკემბერი 2024,   20:43
ვრცლად
მმართველ პარტიას უნდა ჰყავდეს თავისი კანდიდატურა, მაგრამ ისიც შეიძლება, რომ დამოუკიდებელს დავუჭიროთ მხარი - გიორგი გაჩეჩილაძე

„სალომე ზურაბიშვილი მარგველაშვილზე უფრო დამოუკიდებელი იქნება,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით გააკეთა.

გიორგი გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდება, მაშინ ის პრეზიდენტის მიმართ არსებულ საკონსტიტუციო მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს.

„კონსტიტუცია ითხოვს პირდაპირ, რომ უპარტიო, დამოუკიდებელი და დამაბალანსებელი ფიგურა უნდა იყოს და ეს ვარიანტიც არ არის ცუდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც მმართველ პარტიას უნდა ჰყავდეს თავისი კანდიდატი იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას აქვს აღებული,“ - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძე.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატს, გიორგი გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი უნდა ჰყავდეს.

„მმართველ პარტიას უნდა ჰყავდეს თავისი კანდიდატურა, მაგრამ ისიც შეიძლება, რა თქმა უნდა, რომ დამოუკიდებელს დავუჭიროთ მხარი," - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

დღის ამბები