26 დეკემბერი 2024,   22:57
ვრცლად
ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს 81%, ნატოში გაწევრიანებას კი 75% უჭერს - NDI

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. რესპონდენტთა 81%-სთვის მისაღებია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

12% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მიუღებლად მიიჩნევს, 6%-მა კი კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, განაცხადა, რომ არ იცის. 

ნატოში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 75% უჭერს. ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, 2 409 დასრულებული ინტერვიუს სახით.

დღის ამბები