27 დეკემბერი 2024,   05:06
ვრცლად
"ეს არის განაჩენი „ქართული ოცნებისთვის“-ოპოზიცია NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება

NDI-ის კვლევა არის განაჩენი „ქართული ოცნებისთვის" - ამის შესახებ განცხადება გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა. მისი თქმით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის და ეს არის სწორედ იმ ნაბიჯების შედეგი, რასაც ამ წლების განმავლობაში ივანიშვილის ხელისუფლება დგამდა.

„ისტორიულ მინიმუმზე, 10%-ზეა ჩამოსული მოსახლეობის განწყობა ანუ 18% ამბობს მხოლოდ რომ სწორი მიმართულებით მიდის. აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ საქართველო მიდის არასწორი მიმართულებით ან საერთოდ არაფერი არ იცვლება. ეს არის განაჩენი „ქართული ოცნებისთვის,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამაც კი ვერ უშველა.

„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას უკიდურესად ნეგატიურად ახასიათებს საზოგადოება. ამანაც კი ვერ უშველა "ქართულ ოცნებას" იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რომ ამ ქვეყანაში  დღეს გადაწყვეტილებას იღებს არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილის, რომელიც საბოლოოდ უნდა ჩამოშორდეს ქვეყნის მართვის პროცესს,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კვლევის შედეგებს ეხმაურება „ევროპული საქართველოც.“ ირაკლი აბესაძის განმარტებით ქვეყანაში არის უკიდურესი სიღარიბე და ეს გამოკითხვის შედეგებშიც  აისახა. აბესაძე მოქმედი ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

NDI-ის კვლევა მორიგ ჯერზე ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მნიშვნელოვნად გაიზარდა სიღარიბე. მოსახლეობისთვის არ მოგვარდა უმუშევრობის  პრობლემა. დამძიმდა კრიმინოგენული ვითარება. მოსახლეობას აწუხებს ის, რომ წლების განმავლობაში არ იზრდება პენსია და არ ჩანს ამის პერსპექტივა და რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობის დიდი ნაწილს არ აქვს იმედი, რომ „ქართული ოცნება" გამოასწორებს ამ ყველაფერს ვინაიდან ისინი თვლიან, რომ ქვეყანა დღესაც არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი „ქართული ოცნების“ მმართველობის შეცვლა, მათშორის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატის  გამარჯვება, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა როგორ უნდა გაიზარდოს პენსია. როგორ შეიძლება მეტი ინვესტორის შემოყვანა ქვეყანაში და სამუშაო ადგილების გაზრდა,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები