25 აპრილი 2024,   17:44
ვრცლად
"საბჭომ მიიღო ერთიანი გადაწყვეტილება“ - განათლების მინისტრი "შავი ზღვის უნივერსიტეტის" შესახებ საუბრობს

შავი ზღვის უნივერსიტეტთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა.

მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მას არ მიუღია და ის ეკუთვნის აკრედიტაციის საბჭოს.

მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ აბიტურიენტები, რომლებსაც შავი ზღვის უნივერსიტეტში სურდათ სწავლის გაგრძელება, გადანაწილდებიან სხვადასხვა სასწავლებლებში.

„გვესმის, რომ ორგანიზაციას გააჩნია გარკვეული პრობლემები, მათ შორის ფინანსური. ავტორიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ერთი წლით მხოლოდ, ავტორიზაციის შეჩერების, მაგრამ ჩვენ უზრუნველვყოთ ყველაფერს იმისთვის, რომ არსებულმა სტუდენტებმა გააგრძელონ სწავლა, ხოლო ვისაც ჩაბარების სურვილი ჰქონდა, ყველას სტუდენტი უზრუნველყოფილი იქნება, რომ გააგრძელოს სწავლა სხვადასხვა უნივერსიტეტებში. ანუ, ფაქტობრივად, ყველა სტუდენტს დავაკმაყოფილებთ, არც ერთი არ დარჩება უნივერსიტეტის გარეშე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საბჭომ, გამოწვეული იყო იმ არსებული პრობლემებით, რომელზეც ეცნობა საბჭოს და საბჭომ მიიღო ერთიანი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს ახალი სტუდენტების ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.

 

 

დღის ამბები