15 ივლისი 2020,   02:56
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის არდასახელების გამო სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრეზიდენტს აკრიტიკებენ

სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრეზიდენტს აკრიტიკებენ. მიზეზი, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ დაასახელებს.

ომბუდსმენი ამბობს, რომ პრეზიდენტს უნდა გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა, რომ შემდგარიყო კონსესუსი.

„ჩემი პოზიცია იყო და დღესაც არის, რომ ალბათ უკეთესი იქნებოდა ამ ვითარებაში, როდესაც სასიცოცხლოდ სჭირდება ქვეყანასა და სასამართლოს სისტემას ძლიერი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ვფიქრობ პრეზიდენტს ეს პროცესი უნდა გაეგრძელებინა“-აცხადებს ნინო ლომჯარია.

გაუმართლებელს უწოდებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვახტანგ მენაბდე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე კი ამბობს, რომ ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა და ამ დრომდე უნდა მოეხერხებინა პრეზიდენტს გამოეძებნა კონსესუსი ხელისუფლებასთან.

 

დღის ამბები