26 დეკემბერი 2024,   23:18
ვრცლად
"მ.კ.-ს ხელში ჰქონდა ე.წ. ტარი" - ხმაურიანი დასკვნა, რომელიც არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეს თავდაყირა აყენებს

ხმაურიანი დასკვნა, რომელიც არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ჩატარებულ გამოძიებას თავდაყირა აყენებს - პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დოკუმენტის იმ ნაწილს ასაჯაროებს, რომელიც შესაძლოა, დავით სარალიძის მკვლელობის მთავარ დეტალს აღწერს.

დოკუმენტის ამ ნაწილში ნახსენებია მიხეილ კალანდია და საგანი, რომელიც მას ხელში ეჭირა და დავით სარალიძეს ურტყამდა.

სწორედ მიხეილ კალანდიას დაკავებას ითხოვდა თვეების განმავლობაში გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამა.

„დავით სარალიძემ შებოჭვის მსგავსი ილეთით შეაგდო გ.ჯ ფარდულში. გ.ჯ. მას მოქცეული ჰყავდა მოხრილ მდგომარეობაში და ზემოდან იჭერდა ხელებით. ამ მდგომარეობაში გ.ჯ.-მ ამოიღო დანა და მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა დავით სარალიძეს, რის შემდეგაც მას დანა დაუვარდა. ფარდულში ასევე იმყოფებოდა მ. კ, რომელმაც, როგორც კომისიამ დაადგინა,  ჩხუბის დაწყებისას ხელი ჩაიყო ჯიბეში, შემდეგ  ჩხუბის დროს მ.კ.-ს ხელში ჰქონდა საგანი - ზემოთ აღნიშნული ე.წ. ტარი, რომელსაც ურტყამდა დავით სარალიძე. შემდეგ კი ამ საგანს სახელოში მალავდა. კომისიას ერთ-ერთმა გამოკითხულმა არასრულწლოვანმა ვიზუალურადაც კი დაუხატა ესკიზი, როგორი ნივთი უნდა ჰქონოდა მ.კ.-ს, რომელსაც  ის ურტყამდა დავით სარალიძეს და რომელსაც შესაძლებელია, ჰქონოდა ბასრი პირი ან ყოფილიყო მის გარეშე,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

კომისიის წევრები საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძის მიერ სასამართლოზე დასკვნით სიტყვაში გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურნენ.

ოთარ კახიძის თქმით, გაირკვა, რომ ერთ-ერთი არასრულწლოვანი მ. კ. ჩხუბში მონაწილეობდა არა მუშტებით, როგორც ამას პროკურორი ამტკიცებდა, არამედ გარკვეული საგნის გამოყენებით. 

ამავე თემაზე
დღის ამბები