22 დეკემბერი 2024,   05:51
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე ბაღდათში ამომრჩეველს შეხვდა

უმუშევრობა, გაზრდილი კომუნალური გადასახადები, გაძვირებული მედიკამენტები, გაზრდილი კრიმინალი, ფაროსანას მიერ განადგურებული მოსავალი - ეს არის ის პრობლემები, რაზეც ბაღდათის მოსახლეობა გაერთიანებული ოპოზციის, "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლებს უყვებიან.

როგორც საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს ადგილობრივებმა განუცხადეს, რამდენიმე უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს დაუსაბუთებლად მოუხსნეს სოციალური დახმარებები.

გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შემცირდება ბიუროკრატიული ხარჯები და ამ გზით მილიარდნახევარი ლარი დაიზოგება. დაზოგილი თანხით კი 400 ლარამდე გაიზრდება პენსია, განხორციელდება პროექტები სამუშაო ადგილების შესაქმნელად და სოფლის მეურნეობის განსავითარებლად.

დღის ამბები