27 დეკემბერი 2024,   05:08
ვრცლად
აქცია სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლასკურში - მოსახლეობა გზის შეკეთებას ითხოვს

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლასკურის მოსახლეობა გზის შეკეთებას ითხოვს. ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას ადგილობრივები იმ გზის გადაკეტვით შეეცადნენ, რომელზე გადაადგილება ისედაც უჭირთ.

მოსახლეობის თქმით, გზის გაუმართაობის გამო სოფელში დროულად ვერ მოდის სასწრაფო დახმარების მანქანა და სასკოლო მიკროავტობუსი.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, პრობლემის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიაშიც იციან და მერიც გზის შეკეთებას პირადად დაჰპირდა, თუმცა მოსახლეობის თქმით, ბოლო სამი წელია გზისთვის ხელი არავის უხლია.

დღის ამბები