27 დეკემბერი 2024,   03:38
ვრცლად
42 ათასი ლარი ნაძვის ხისთვის - თელავის მერიამ საახალწლო ნაძვის ხის შესაძენად თანხა აგვისტოში გამოჰყო

თელავში, სადაც მოსახლეობას უწყლობა და უგზოობა თელავშიც აწუხებთ, მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტიდან 42 ათასი ლარი ქალაქისთვის ახალი საახალწლო ნაძვის ხის შესაძენად გამოჰყო. ეს მაშინ როცა, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება წლებია უშედეგოდ ითხოვს.

როგორც ცნობილია, საახალწლო ნაძვის ხისთვის თანხა საგზაო ინფრასტრუქტურაზე გამოყოფილი ხარჯების შემცირებით მოახდინეს. მათ ყადორის გზის რეაბილიტაციისთვის დამტკიცებულ ბიუჯეტს, ათობით ათასი ლარი მოაკლეს. აგვისტოში, 2019 წლის საახალწლო ნაძვის ხისთვის თანხების გამოყოფა დედაქალაქის მერიის ინიციატივა იყო.

ოპოზიცია საკრებულოს გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს. მათი განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც რეგიონში უამრავი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემაა, საახალწლო ნაძვის ხისთვის 42 ათასი ლარის გამოყოფა მოსახლეობისთვის შეურაცხმყოფელია.

ქალაქის მერი ახალი საახალწლო ნაძვის ხის შესაძენად გამოყოფილი თანხის მიზეზად, გასულ წელს კახეთში მომხდარ სტიქიას ასახელებს, რომელმაც ძველი ნაძვის ხე დააზიანა, მისი აღდგენა კი შეუძლებელი იყო. ოპოზიციის ბრალდებებს კი მისთვის მიუღებელია. 

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები