30 აპრილი 2024,   23:29
ვრცლად
გურჯაანის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღი დაარბიეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში დაუდგენელმა პირებმა საბავშვო ბაღი დაარბიეს.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. დილით სამსახურში მისულ აღმზრდელებს ბაღის კარი გატეხილი დახვდათ.

არსებული ინფორმაციით, განადგურებულია შენობაში არსებული ძირითადი ინვენტარი, თუმცა, წინასწარი დათვალიერებით ირკვევა, რომ დამნაშავეებს არაფერი წაუღიათ.

ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პოლიცია დამნაშავე პირების იდენტიფიცირებაზე მუშაობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები