26 დეკემბერი 2024,   15:46
ვრცლად
გაერთიანებულ ოპოზიციას „ევროპული საქართველოს“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეუერთდნენ

გაერთიანებულ ოპოზიციას ახალი წევრები დღეიდან შეუერთდნენ. „ევროპული საქართველოს“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მათი პარტიის რიგები სხვადასხვა დროს დატოვეს, დღეს კი მათ მხარდაჭერა პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადეს.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი დარწმუნებულია, რომ 28 ოქტომბერის არჩევნებამდე, მათ რიგებს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიის ათასობით მხარდამჭერი შეუერთდება.

გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ არჩევნები, როდესაც ხალხი პირდაპირი წესით პრეზიდენტს უკანასკნელად ირჩევს, არის რეფერენდუმი, როდესაც ხალხმა უნდა უთხრას არა ივანიშვილს.

ყველაზე მეტი აქტივისტი გაერთიანებულ ოპოზიციას პარტია „ევროპული საქართველოდან“ შეუერთდა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ გაერთიანებული ოპოზიციის დღევანდელ ბრიფინგს სიმულაცია უწოდა.

უგულავას ყოფილმა მხარდამჭერებმა ქუთაისიდან დღის ბოლოს უპასუხეს. „ევროპული საქართველოდან“ წამოსულებმა იმის დასადასტურებლად, რომ პარტიის საქმიანობაში აქტიურად მონაწილებდნენ, დღეს ვრცლად ისაუბრეს, ვინ, როდის და რას აკეთებდა დავით ბაქრაძის გუნდში.

არჩევნებამდე ზუსტად 2 თვე რჩება. საარჩევნო კამპანია პარტიების და მათი კანდიდატების უმეტესობამ აქტიურად დაიწყო. 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.

დღის ამბები