22 დეკემბერი 2024,   05:45
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია საპარლამენტო უმრავლესობის რეკომენდაციებს განიხილავს და დასკვნას მოისმენს 

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის მუშაობა დასკვნით ეტაპზე გადადის.

დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრები ევროპული საქართველოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს განიხილავენ, რის შემდეგაც "ქართული ოცნება" სავარაუდოდ საკუთარ დასკვნასაც წარადგენს.

საპარლამენტო უმრავლესობა გამოძიების მიმდინარეობისას გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობს, თუმცა მათი მტკიცებით ამას საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

საპარლამენტო უმცირესობაში კი მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვენ.

საგამოძიებო კომისიამ მუშაობა 5 სექტემბერს უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც მათ მიერ მომზადებული დასკვნა ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება.

დღის ამბები