22 დეკემბერი 2024,   06:24
ვრცლად
გრანდიოზული რუსული მედიაფორუმი თბილისში, რომელსაც ანტიდასავლურად განწყობილი რუსი ტელეწამყვანები და ანალიტიკოსები დაესწრებიან

გრანდიოზული რუსული მედიაფორუმი თბილისში. დღეიდან 7 სექტემბრამდე საქართველო სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომელსაც საქართველოს დასავლური ორიენტაციის მიმართ ნეგატიურად განწყობილი რუსი ტელეწამყვანები და ანალიტიკოსები დაესწრებიან.

ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა მოწვეულთა შორის ისეთები, ვისაც საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული აქვთ.

მედია ფორუმი, რომელსაც ITAR-TASS- ის სამხედრო დამკვირვებელი, "Russia Today- პოლიტიკური მიმომხილველი, MGIMO-ს პროფესორი ალექსეი მალაშენკო, გაზეთ "ჩრდილოეთ ოსეთის" მთავარი რედაქტორი, ისტორიკოსი ალან კასევი დაესწრებიან, რეგიონში მედიის ნდობის აღდგენაზე ისაუბრებენ.

რუსი ექსპერტები ქართველი ჟურნალისტებისა და დამწყები რეცენზენტებისთვის მასტერკლასებსაც ჩაატარებენ.

დღის ამბები